ისე გადაფსიხდა ე.წ. ხელისუფლება სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, რომ ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან – კეზერაშვილი – Netgazeti • დავით კეზერაშვილი • Netgazeti.ge

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიცია მის სახლში ჩხრეკაზე შევიდა. კეზერაშვილი ამას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირებს, რომლის მიხედვითაც მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლი – სამართლიანი სასამართლოს უფლება.
“ისე გადაფსიხდა ე.წ. ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამ წუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან. მიდით ბიჭებო, მიაწექით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!!!”, – წერს კეზერაშვილი სოციალურ ქსელში.
“ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყება ჩხრეკის საფუძვლების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.
კეზერაშვილის საქმისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ ბმულზე:
· რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს