ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად “ინდეპენდიენტეს” მთავარმა მწვრთნელმა კარლოს ტევესმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, კონტე იმ მწვრთნელებს შორის საუკეთესოა, რომლებთან ერთადაც უმუშავია.
“2013 წელს “მილანში” უნდა გადავსულიყავი, თუმცა “იუვენტუსმა” ბრწყინვალედ იმუშავა და დამარწმუნეს, რომ კარიერა ტურინში უნდა გამეგრძელებინა. შეიძლება ჩემი და “როსონერის” გზები მომავალში გადაიკვეთოს და ერთხელაც ეს გუნდი გავწვრთნა.
უამრავ კარგ მწვრთნელთან მიმუშავია, ანტონიო კონტესთან, სერ ალექს ფერგიუსონთან, მარსელო ბიელსასთან, მასიმილიანო ალეგრისთან და რობერტო მანჩინისთან.
კონტეს მხოლოდ გამარჯვება სურს; ბიელსასგან ვისწავლე, რომ მცირე
დეტალებსაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს; ფერგიუსონისგან კი ვისწავლე, რომ გუნდის მართვისას მთავარი სიმშვიდეა.
თუ მხოლოდ ერთი სპეციალისტი უნდა დავასახელო, ვიტყოდი, რომ კონტე მათ შორის საუკეთესო იყო, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია”, – განაცხადა ტევესმა.
შეგახსენებთ, კონტე ტევესს “იუვენტუსში” 2013/2014 წლების სეზონში წვრთნიდა.