,, ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ეს უნდა გაგვიხარდეს, რომ სახის ძვლები დამტვრეული არ არის” – ირინა სარიშვილი დაკავებულ შვილზე

უკანონოდ დაკავებულ მომიტინგეებს შორისაა ირინა სარიშვილის ვაჟიც-ლუკა სარიშვილი. ის ამ წუთებში ზაჰესის იზოლატორშია მოთავსებული. ახალგაზრდა ნაცემია, მას დაზიანებები ზედაპირული დათვალიერებითაც აღენიშნება.
ირინა სარიშვილის თქმით, მის შვილს, წინა დაკავების მსგავსად, ახლა არ გაუმართლა და ისეთ ავტობუსში მოხვდა, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ეს უნდა გაგვიხარდეს, რომ სახის ძვლები დამტვრეული არ არის და ჰემატომებიც არ არის“– ამბობს ირინა სარიშვილი.
მან დაინახა, როგორ განსაკუთრებული სისასტიკით დააგდეს ბადრი გრიგალაშვილი, შევიდა იმ ადგილას დასახმარებლად. სავარაუდოდ, იქაც მოხვდა. მერე შეაგდეს ავტობუსში, და პირველი დაჭერისგან განსხვავებით, დიდი ალბათობით, ისეთ ავტობუსში მოხვდა, სადაც სცემდნენ. პირველად რომ დაიჭირეს, იქ არ სცემეს, სახლშიც დაარეკინეს, რომ არ გვენერვიულა, ახლა დილის 5 საათამდე ვერაფერი გავიგე. დაზიანებებს რაც შეეხება- როგორც დამამშვიდეს, არ არის მოტეხილობები და შესაბამისად, არ მოხვდა საავადმყოფოში. ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ეს უნდა გაგვიხარდეს, რომ სახის ძვლები დამტვრეული არ არის და ჰემატომებიც არ არის“, – ამბობს ირინა სარიშვილი. (ტვპირველი)

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით