ისეთი ხმა იყო დარტყმის, მაგ ფაქტის შემდეგ დაიშალა საერთოდ აქცია – გრიგოლ ბესელია სილის გარტყმაზე

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის პროცესზე გამოკითხვისას ამბობს:
,,სახეში დაარტყა ხელი, როგორც ყველა პოლიციელი, ისე ჩვენც შეურაცხყოფილი ვიყავით ამით.
ისეთი ხმა იყო დარტყმის, მაგ ფაქტის შემდეგ დაიშალა საერთოდ აქცია, მართლა გეუბნებით, იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა, 3-4 კაცი დარჩა. იმიტომ, რომ აქციის წევრებიც მაგას იძახდნენ პირად საუბრებში, ნუ აპატიეთ ქალბატონს ანერვიულებული იყო, შეეშალა ქალბატონსო”…
მზია ამაღლობელის პროცესზე დღეს ს პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძეც დაიკითხება

ასევე დაგაინტერესებთ

გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსის, გიორგი ჯანიკაშვილის განცხადებით, სამსახურებრივი ფორმა სისხლით დაესვარა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა თავის არეში ძლიერად მოხვდა, თუმცა „ტანსაცმელი სახლში მისვლის შემდეგ გარეცხა“