ისეთი პროდუქციის წარმოებას ვგეგმავთ, რომლის ყიდვასაც საქართველოშიც შეძლებენ – „თაია“

დიორამების მწარმოებელი კომპანია „თაია“, რომელიც ბაზარზე 3 წელია ოპერირებს, ახალი პროდუქციის დამატებას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, თამარ იანვარაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, წარმოებული პროდუქცია ადგილობრივი ბაზრის ეკონომიკურ შესაძლებლობებს აღემატება. შესაბამისად, წელს ისეთი პროდუქციის წარმოება იგეგმება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.
„პროდუქცია ონლაინ იყიდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. Etsy-ს პლატფორმაზე ვართ წარმოდგენილი. ჩვენი დიორამები ამერიკისა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში წარმატებით იყიდება. წელს, Etsy-ს სრულად ათვისება გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მოვიცვათ.
დიორამების ღირებულება მის კონსტრუქციაზე, დიზაინსა და დეტალებზეა დამოკიდებული. თუმცა, ყველაზე მინიმალური ზომის დიორამის საშუალო ღირებულება 100 ლარია.
ჩვენ სექტორში გამოწვევა საზოგადოებაში არსებული დაბალი ცნობიერებაა, რომლებიც ვერ ხვდებიან ამ პატარა დეტალების შექმნა რამხელა შრომასთანაა დაკავშირებული,“- აცხადებს იანვარაშვილი.
მისივე თქმით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, მანქანა-დანადგარების უზრუნველსაყოფად 15 000 ლარიანი გრანტი მოიპოვეს და დამატებით საწარმოს არაგვისპირში მოსაწყობად, 5000 ლარის ინვესტიცია განახორციელეს.
წარმოების დამფუძნებლის ცნობით, სამომავლოდ საკუთარი მაღაზიის და ასევე, ბავშვებისთვის სასწავლო კურსის გაკეთება იგეგმება. თუმცა, აღნიშნულისთვის საჭირო საინვესტიციო თანხების კალკულაცია ჯერ არ მომხდარა.
რაც შეეხება ნედლეულს, კომპანია ძირითადად ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. თუმც გარკვეული მასალების -დან იმპორტირებულიცაა.

ასევე დაგაინტერესებთ