,, ისეთი ემოციური იყო, ალბათ, ერთხელ ცხოვრებაში რომ გერგება გამოცადო” – რას იხსენებს ნანა საჯაია?

ჟურნალისტი ნანა საჯაია ზელენსკისთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,…28 თებერვლის ფოტოა. ტრამპთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრის მერე ფოქსში რომ მოვიდა.
მთელი დღე, სანამ ეგ მოხდებოდა, თანამშრომლები მოდიოდნენ, მეკითხებოდნენ, როგორ ფიქრობ, უხერხული ხომ არ იქნება მივიდეთ, ფოტო გადავიღოთო. ძალიან ელოდნენ.
მესამედ მოდიოდა ფოქსში.
მერე, ის ვნახეთ ტელევიზორში, რაც ვნახეთ და არ ვიცოდით, საერთოდ მოვიდოდა თუ არა. სხვა ყველა ღონისძიება გააუქმა, ჩვენთან მაინც მოვიდა.
მთელი პრესა შენობასთან იდგა, ეგ იყო მისი პირველი და ერთადერთი ინტერვიუ იმ დღეს.
რომ მოვიდა, არავის შეუწუხებია სელფებზე და ფოტოებზე.
მე დავხვდი ჩემი ვიშივანკით. ინტერვიუს დროს სტუდიაში ვიყავით მე და მისი პრეს-სპიკერი, სერგი. ორი თარჯიმანი გვყავდა, ერთი ზელენსკისთვის, მეორე – ჩვენი წამყვანისთვის.
მოქნილობისთვის შევთანხმდით, რომ ინგლისურად ილაპარაკებდა, თუ რამე სიტყვა გამიჭირდა, დამეხმარეთო. ინტერვიუში ჩანს კიდეც, ორჯერ ჩვენკენ იხედება (წამყვანისგან მარცხვნივ) და სიტყვას ამოწმებს. მე და სერგეი ვუდასტურებთ დაბალ ხმაზე, ჩვენ მიკროფონები ხო არ გვეკეთა და არც ისმის.
ინტერვიუ რომ მორჩა და სტუდიიდან ვაცილებდი, ვნახე რომ ნიუსრუმში ხალხი შეკრებული იყო და ჩვენკენ იყურებოდნენ.
მინდოდა ეგ ენახა და ვუთხარი – Look Mr. President, they are cheering for you – მეთქი. ჯერ მკლავი აწია ჰაერში, ხელი დაუქნია, მერე შეკრული მუშტი აჩვენა. იქედან ტაში დაუკრეს!
ისეთი ემოციური იყო, ალბათ, ერთხელ ცხოვრებაში რომ გერგება გამოცადო.
დამშვიდობებისას გავეხუმრე, ბატონო პრეზიდენტო, ლონდონში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ჩახუტება რომ გთხოვათ, ხომ გახსოვსთ, მეთქი. კიო. მეთქი, I am that journalist now, can I give you a hug?
Of course, of course-ო და ჩამეხუტა.
ჩერნოვი ახლდა და იღებდა, მარიუპოლზე გადაღებული ფილმისთვის ოსკარი რომ აიღო.
იმედი მაქვს, ის 20 წამიც გადაიღო, ტაშს რომ უკრავდნენ ნიუსრუმიდან და ოდესმე გამოიყენებს.
კი მძიმე დღე იყო, მაგრამ მაინც გადავიღეთ ფოტო.
P.S. მაშინ ფეისბუქი 1 თვით დაბლოკილი მქონდა და აქამდე ეს ფოტო მხოლოდ ინსტაგრამზე მედო.“