ისეთი დანაშაულის ჩადენაზე, რომელიც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და რომლის ჩადენას ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობა შესაძლოა, აღარ გავრცელდეს

ისეთი დანაშაულის ჩადენაზე, რომელიც სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და რომლის ჩადენას შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობა შესაძლოა აღარ გავრცელდეს.
ეს არის ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც პარლამენტს “პროკურატურის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში წარედგინა და მას დაჩქარებული წესით იხილავენ.
„სისხლის სამართლის კოდექსით“, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ასევე არ გამოიყენება სისხლის სამართლის კოდექსის 144/1 − 144/3 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების მიმართ და აგრეთვე, არასრულწლოვანის მიმართ 137-ე − 141-ე და 253-ე − 255/2 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან არც მაშინ გათავისუფლდება, თუ მან ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რომელიც სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ამ დანაშაულის ჩადენის შედეგად ადამიანის სიცოცხლე იქნა მოსპობილი.
პროექტის ავტორი და ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს