ისეთი ბულინგი ატეხეს კუბილიუსებმა, უილსონებმა და მთელმა ლიბერალურმა კონგლომერატმა, რომ ჩამოსულიყო, ის უფრო გამიკვირდებოდა

კიდევ დარჩა კითხვები, “დიფ სთეითი” და არაფორმალური გავლენები სად არის ევროპაშიო? – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, , ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, პია კაუმას მიერ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებას.
როგორც ქადაგიძე წერს, ლიბერალური კონგლომერატის ბულინგის ფონზე, პია კაუმა საქართველოში რომ ჩამოსულიყო, ის უფრო გაუკვირდებოდა. მისივე თქმით, სანამ სრულად არ მოხდება ლიბერალური დღის წესრიგის დემონტაჟი მსოფლიოში, საქართველოსაც არ დათმობენ.
“კიდევ დარჩა კითხვები, “დიფ სთეითი” და არაფორმალური გავლენები სად არის ევროპაშიო? ერთი დღით ადრე, მოდიოდა და ახლა გადადო ვიზიტი, ისეთი ბულინგი ატეხეს კუბილიუსებმა, უილსონებმა და მთელმა ლიბერალურმა კონგლომერატმა, რომ ჩამოსულიყო ის უფრო გამიკვირდებოდა.
მოკლედ, სანამ სრულად არ მოხდება ლიბერალური დღის წესრიგის დემონტაჟი მსოფლიოში, საქართველოსაც არ დაეთმობიან. რაც უფრო ახლოვდება, ტრამპის ინაუგურაცია, უფრო გავეშებულები ხდებიან, რადგან ბოლო გაფართხალება აქვთ!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძველზე იქნება აგებული და მიღებული იმ გარემოებათა საფუძველზე, რომელთა რეალური შეფასებაც ასახავს ქვეყნის შიგნით მდგომარეობას, მისასალმებელია

არქიმანრდიტ დოროთესგან ვერ მივიღეთ დასტური ხუთშაბათს დანიშნულ კომისიაზე გამოცხადების შესახებ – საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა