ისეთივე პირობები, როგორიც მბაპეს – პსჟ იამალს ზღაპრულ კონტრაქტს შესთავაზებს

“პარი სენ ჟერმენი” “ბარსელონას” ლიდერის, ლამინე იამალის ტრანსფერით ინტერესდება. El Nacional-ის ცნობით, ფრანგული კლუბი მზადაა 17 წლის ესპანელ ფეხბურთელს ისეთივე პირობები შესთავაზოს, როგორიც ბოლოს კილიან მბაპეს ჰქონდა.
აპირებს თუ არა “ბლაუგრანა” ახალგაზრდა უნიჭიერეს შემტევს შეელიოს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იამალს კლუბში დარჩენა და ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.
შეგახსენებთ, ლამინემ მიმდინარე სეზონში “ბარსას” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 38 მატჩი გამართა, თავი კი 13 გატანილი გოლითა და 17 საგოლე პასით გამოიჩინა.
იამალს “ბარსელონასთან” მიმდინ
არე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.
ზედმეტი ფული თუ აქვთ მაშინ ჯობია 3-4 მაგარი მცველი იყიდონ (ასეთი დაცვით მარტოსაფრანგეთის ჩემპიონატებს მოიგებენ და ლიგას ვერ შეწვდებიან) და საყრდენი კიდევ ! ეს იამალი რომ უნდათ ვის მაგივრად უნდა დააყენონ? კვარა უნდა ამოაგდონ ძირითადიდან თუ ბარკოლა ?

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში