“ისევ ჩაატარა ბიძინამ ტრიუკი…” – ყალაბეგაშვილი

ისევ ჩაატარა ბიძინამ ტრიუკი… აღმოჩნდა, რომ ოთხი ოპოზიციური ძალა, რომელზეც ოპოზიციური ხმები გადანაწილდა ან ნაყიდი ჰყავს, ან დაშანტაჟებული, აღმოჩნდა რომ 50-100 მილიონი (რომლის ნაწილიც თავად ბიძინას ხალხის ყოფილა) ოპოზიციონერებმა ცვლილებას კი არა, საკუთარ კეთილდღეობას მოახმარეს – სახლებს, ავტომობილებს, ოჯახების კეთილდღეობას, მოგზაურობას გართობას… აღმოჩნდა რომ ევროპას კი უნდა ქვეყანაში ცვლილება, მაგრამ ალტერნატივა არ არსებობს, რადგან ოპოზიცია ხელისუფლების გაგრძელებად გაფორმდა… ახლა რა მიხდება? რაც უკვე მოხდა, ინტელექტზე და გონიერებაზე პრეტენზიის მქონე საზოგადოებას, რომელმაც ეს წლები ზურაბიშვილთან იარა, უტიფრად დასცინებს … ასე 1-2 თვეში, ზურაბიშვილი გამოაცხადებს, რომ ტყუილად იდექით ქუჩაში, იდიოტები ხართ მე რომ მენდეთო (და ნაწილობრივ ასეც არის) და ბიძინას მოსყიდულ და დაშანტაჟებულ ე.წ. ოპო. პარტიებს მოსთხოვს მიიღონ მონაწილეობა თვითმართველობის არჩევნებში… ეს უკვე მოხდა ერთხელ და ცხადია გამეორდება, რადგან როგორც საკუთარ თავს მოუფიქრეს – არიან პუფები… მოქალაქეებმა რა უნდა ვქნათ? 1. როგორმე უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობაში მყოფი ხალხი. 2. როგორმე უნდა ვაღიაროთ ჩვენს თავთან, რომ ოპოზიციამ გადაგვაგდო. 3. როგორმე უნდა გაძლიერდეს ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებიც გამოჩნდა პოლიტიკურ ველზე.
აქ რაც წერია, ეს ტყუილია, თუ არა, ამას მალე გავიგებთ, მაქსიმუმ ერთ თვეში, ბიძინას მონა და იშვიათი მავნებელი, ფარისეველი ზურაბიშვილი დაიწყებს საუბარს ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის აუცილებლობაზე, ოპოზიცია დათანხმდება და ამას ევროპას დააბრალებენ, ევროპა იმიტომ დაიბრალებს, რომ ნახა ოპოზიციას ცვლილება არ შეუძლია, რადგან ზოგი გაყიდულია, ზოგი დაშანტაჟებული… თუ ვცდები, მხოლოდ გამიხარდება… იმედია, გამოინახება გზები, ან ევროპიდან იქნება იმგვარი ზეწოლა, რომ პოლიტიკური ტყვეები გამოვლენ, ყველაზე მეტად მაგ ხალხზე მეფიქრება… ოლიგარქია, რომ დაამარცხო: 1. არ უნდა გყავდეს ფულზე დახამებული ოპოზიცია. 2. არ უნდა გყავდეს საზოგადოება, ვინც ოპოზიციად განიხილავს რუს აგენტ თვალებისმთხრელ გახარიას და უნიჭო აფერისტ, მავნებელ ზურაბიშვილს… ვისი მჯერა? ეს დრო, რომ ტელევიზიასთან და რუსთაველთან ხალხი დგას მარტო, პოლიტიკოსებისგან მიტოვებული მაგათი და ახალი ძალების, რომლებიც არსებულ პარტიულ ბალასტს ოცნების გვერდით მიუჩენენ ადგილს…

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს