ისევ სერია A თუ ბუნდესლიგა? – შკრინიარის სამსახურით 2 გუნდი ინტერესდება

Le Parisien-ის ცნობით, პსჟ-ის მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს მიერ ათვალწუნებული მილან შკრინიარის ტრანსფერით ორი ევროპული გუნდია დაინტერესებული.
29 წლის დამატების სურვილს ტურინის “იუვენტუსი” და მიუნხენის “ბაიერნი” იჩენენ.
“ინტერიდან” გასულ ზაფხულს პარიზულ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგებულმა ფეხბურთელმა ჯამში 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა.
შკრინიარის სატრანსფერო ღირებულებად 30 მილიონი ევრო სახელდება.