ისევ მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის სარაკეტო შეტევას

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰიი ლისაკის ტელეგრამ არხზე დღის ორის ნახევრისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქალაქ სამარში დაიღუპა 3 და დაიჭრა 14 ადამიანი.
განახლება: დღის ორი საათისთვის ლისაკმა განაცხადა, რომ სამარში დაიღუპა 4 და დაიჭრა 17 ადამიანი.
ს ჯარებმა უკრაინის ამ რეგიონს რაკეტებით დაარტყეს 24 ივნისსაც. ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ დნეპროპეტროვსკში 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქალაქ სამარში – 2. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი.
დაინგრა და დაზიანდა სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები და რკინიგზის ინფრასტრუქტურა.
ფორუმი