,, ისევ აგორდა ეს ცილისწამება… რა გახდა, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ, გამოფინეთ სიები!” – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:
,,აქვს თუ არა ჩემ შვილს- ბექა ხოფერიას “ ქოლცენტრი”?
არა, არა აქვს, არც ქონია და არც არასოდეს ექნება!
ესაა ის რეალობა, რაც დანამდვილებით ვიცი! რის დასამტკიცებლად მაზიანსაც ჩამოვალ, კისერსაც დავდებ გილიოტინაზე და დედებსაც მოვუკითხავ ვისაც საჭიროა!!
რატომ დავწერე ეს პოსტი?…
ორი წელია ეს მოარული ჭორი, გარკვეული პერიოდულობით, იფეთქებს ხოლმე და არის მითქმა- მოთქმა. თავიდან ბევრი ვიცინეთ… შემდეგ ჯერზე, ერთ- ერთ ძალოვან უწყებას მივმართე და ვთხოვე სიმართლის გარკვევა, რაზეც პასუხად მივიღე, რომ გარკვეულები იყვნენ და იცოდნენ საკითხის აბსურდულობა… დავწყნარდი… და ისევ ბევრი ვიცინე…
ახლა, გუშინ, გუშინწინ, ისევ აგორდა ეს ცილისწამება…
იცით, შავნოდარას რომ ეთქვა, ან რომელიმე ჩიტირეკიას, გავატარებდი… მაგრამ!!!… თავად ე. წ. “ ჩვენიანებიც” როცა ჭორაობენ?!… რავარი გასატარებელია ჰააა?!…
ჰოდა, ვინაიდან ფიცი- მტკიცი ვერ იქნება არგუმენტი, და არც არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ, უბრალოდ ვიტყვი, როგორც დედა!
– ქოლცენტრი არის ერთ- ერთი უბინძურესი, ცოდვიანი და არსაპატიებელი საქმე! ეს არის ადამიანების უბედურებით, ცრემლით, სიკვდილით მოპოვებული ფული!
სწორედ ამიტომ…
დაწყევლოს და არ დაინდოს უფალმა ყველა, ვინც ქოლცენტრებს ამუშავებს, ვინც ამ ცოდვიან, სისხლიან ფულს იღებს! ყველა, თუნდაც ჩემი შვილი იყოს!
კარგად გამიგეთ ხომ?…
ჰოდა, რა გახდა, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ, გამოფინეთ სიები! კრიმინალზე ჭორაობა და ფუჩუნი რა წესია?! ან სადაური წესია?!… აქაური???…
P.S.
მე არც ჩიტების შტვენა და შაშვის გალობა მჭირდება, არც სუსის არქივიდან და უჯრებიდან მოწოდებული ინფოები. ისედაც ზუსტად ვიცი ვინ რას აკეთებს, ვინ რა გადაიბარა და ვინ, ვის, სად, როდის რა უქნა!
ასე რომ…
მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო! რომ არ გამომივიდეს,
ვისაც როგორ გინდათ, ისე დაასრულეთ ეს “კაფიაობა”….