საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ძრავა საბანკო სექტორია, თუმცა მისი ზრდის ტემპი შესამჩნევად შენელდა – COST-ის ექსპერტის, გიგა თვაურის თქმით, თუ შარშან საკრედიტო პორტფელი 19%-ით იზრდებოდა, ახლა ზრდა 12-14%-ის ფარგლებში მერყეობს.
ექსპერტის შეფასებით, ინფლაციის შესაძლო ზრდის პირობებში ეროვნული ბანკი რთული არჩევანის წინაშე დგას: შეინარჩუნოს დაბალი რეფინანსირების განაკვეთი ეკონომიკური დინამიკისთვის, თუ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით.
,,შარშან პორტფელის ზრდის ტემპი თუ 19% იყო, დღეს 12-14%-ს შორის მერყეობს.
იმ შემთხვევაში, თუ ინლფაცია კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის კუთხით ორი არჩევანია: თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე კარგად პოზიციონირებდეს და ჰქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, განაკვეთი არ უნდა გაიზარდოს, რადგან ეს ავტომატურად ეკონომიკურ ზრდაზე იმოქმედებს, მაგრამ თუ გამოვდივართ იქიდან, რომ მთავარი ჩვენთვის მოწყვლადი საზოგადოებაა, თუ ეს არის ერთადერთი ბერკეტი, აუცილებლად უნდა გაიზარდოს. ეს ორი არჩევანია, მეტი არჩევანი არ არსებობს.
უნდა გამოვიდეს ეროვნული ბანკი და აგვიხსნას, რომ ისედაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში – 8% ისედაც ძალიან მაღალია – რატომ მოხდა ამ შეუქცევადი პროცესის დაწყება და რამ გამოიწვია ინფლაცია”,- აღნიშნავს თვაური “კომერსანტთან” ინტერვიუში.




