საქართველოს ბანკი კულტურული ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის – 4GB-ის მხარდამჭერია.
ღონისძიება მსმენელებს 16 მაისს, საღამოს 11 საათიდან განსხვავებული ფორმატით – მხოლოდ ერთი ღამით, რადიო ქალაქში უმასპინძლებს. წელს 4GB-ზე მხოლოდ მაიკლ მაიერი დაუკრავს.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.
Early Bird კალათის ბილეთები უკვე ამოიწურა. მეორე კალათის ბილეთების გაყიდვა კი უკვე დაიწყო. საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, საქართველოს ბანკის MasterCard და Visa ბარათით გადახდისას იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.