ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით Notion-ზე – MarTech Institute-ის დამფუძნებლის გამოცდილება

ბიზნესის ეფექტურად მართვა მუდმივ კომუნიკაციას, სტრატეგიების დაგეგმვასა და მარტივი თუ რთული დავალებების შესრულებას მოითხოვს. ამ ფუნქციების შეთავსება კი Notion-ის პლატფორმას იდეალურად შეუძლია, რომელიც ბიზნესის მართვის მიმართულებით დროსა და რესურსებს მარტივად დაგიზოგავთ. Notion როგორც ყოველდღიური კომუნიკაციისთვის, ასევე პროექტების სამართავადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რაც მოიცავს დავალებების შექმნას, სქემების აწყობასა და მნიშვნელოვანი ჩანაწერების გაკეთებას.
თუ მსგავსი ოპერაციების შესრულება თქვენი სამუშაო რუტინის ნაწილია, პროცესების გასამარტივებლად სა და Mastercard-ის ტექ.შეთავაზებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, რომელიც Notion-ის პლატფორმაზე 6-თვიან უფასო წვდომას გთავაზობთ. კიდევ რა შესაძლებლობებს სთავაზობს Notion ბიზნესებს განვითარებისთვის და როგორ მოარგებთ პლატფორმას თქვენს საჭიროებებს, ამის შესახებ ნუცა დოლიძე გვესაუბრა.