ისააკ ჰერცოგი – შეთანხმება აღუწერელ შვებას მოუტანს მძევლების ოჯახებს, რომლებსაც 733 დღეა არ უძინიათ

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმების მიღწევას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღევანდელი დილა ისტორიული და მნიშვნელოვანი ამბებით სავსე დილაა.
ის მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრ ს, მოლაპარაკებების გუნდს და შუამავლებს.
ის ასევე მადლობას უხდის -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მძევლების გათავისუფლების, ომის დასრულებისა და ახლო აღმოსავლეთში ახალი რეალობის იმედის შექმნის საქმეში ლიდერობისთვის და აცხადებს, რომ „ეჭვგარეშეა, რომ ამისთვის ის ნობელის მშვიდობის პრემიას იმსახურებს“.
„ეს შეთანხმება აღუწერელი შვების მომენტებს მოუტანს ძვირფას ოჯახებს, რომლებსაც 733 დღეა არ უძინიათ. ეს შეთანხმება ჩვენი რეგიონისთვის გამოსწორების, განკურნებისა და იმედის ახალი ჰორიზონტის გახსნის შანსს იძლევა“, – აცხადებს ს პრეზიდენტი.