ისააკ ჰერცოგი – სიახლე მაქვს ირანის რეჟიმისთვის: თქვენ გგონიათ, რომ გამოგვფიტავთ, შეარყევთ ჩვენს თავდაჯერებულობას, მაგრამ სრულიად ცდებით – ვფიქრობ, ამას ირანში გრძნობთ

ირანის რეჟიმი ისრაელს ვერ გამოფიტავს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ჟურნალისტებს პეტახ ტიკვაში განუცხადა, სადაც მან ის ტერიტორია დაათვალიერა, რომელზედაც ირანმა ღამით საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
„ეს ნგრევა სუფთა ბოროტებაა, რომელიც მიმართულია მთელი ს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მაგრამ სიახლე მაქვს ირანის რეჟიმისთვის: თქვენ გგონიათ, რომ გამოგვფიტავთ, შეარყევთ ჩვენს თავდაჯერებულობას – მაგრამ სრულიად ცდებით. ვფიქრობ, ამას ირანში გრძნობთ. ვფიქრობ, ირანელ ხალხს ყელში ამოუვიდა და ცვლილებები სურს და, რა თქმა უნდა, მთელი რეგიონი ასევე იმსახურებს ცვლილებებს. ისრაელელებს ვერაფერი შეარყევს“, – აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.
მან „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს, რომლებიც კანადაში სამიტს მართავენ, ისრაელის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„დაგვიჭირეთ მხარი და ორი რამ ნათლად გამოხატეთ: ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის არანაირი შესაძლებლობა და მეორეც, რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ ჩვენი მძევლები, დაუყოვნებლივ“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
ისააკ ჰერცოგმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელმა ერთი წამითაც არ უნდა დაივიწყოს „ძმები და დები, რომლებიც ღაზაში მძევლად არიან აყვანილები“ და რომ მისი აზრით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაცია მათი დაბრუნების მცდელობის ნაწილიცაა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა