ირმა ზავრადაშვილი ლევან იოსელიანს – თქვენი ანგარიში ყველა მოქალაქის სახალხო დამცველის ანგარიში არ იყო! – შეურაცხყოფა, უპატივცემულობა, რაც ჩემი, ჩემი კოლეგების მიმართ ხორციელდება, აღუნიშნავი არ უნდა დარჩეს

თქვენი ანგარიში ყველა მოქალაქის სახალხო დამცველის ანგარიში არ იყო! – მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი არსებობს, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა დარჩენოდათ განცდა, რომ მათ პოზიციებსაც დაიცავთ! – დღევანდელი ანგარიშის შემდეგ, მილიონ 200 ათას ადამიანს ასეთი განცდა არ დარჩა! – ასე მიმართა სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა.
ზავრადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში როგორც პოლიციელის და პოლიციის სტრუქტურის ავტორიტეტია მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ავტორიტეტი.
„შეურაცხყოფა, უპატივცემულობა, რაც ჩემი, ჩემი კოლეგების და სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების მიმართ ხორციელდება აღუნიშნავი არ უნდა დარჩეს. მნიშვნელოვანი იქნებოდა მინიმუმ ფაქტი მაინც დაგესახელებინათ“, – მიმართა იოსელიანს ირმა ზავრადაშვილმა.
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს. დოკუმენტი ლევან იოსელიანმა წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია