ირმა ზავრადაშვილი ირაკლი კობახიძეს – ე.წ. მავნებელი ოპოზიციის ლიდერებს, დილას, შუადღეს და საღამოს ვინმე საკანში თქვენს მოხსენებას თუ მოასმენინებს, უკეთესი სასჯელი მათთვის არ არსებობს

თქვენს მოხსენებას, ე.წ. მავნებელი ოპოზიციის ლიდერებს, დილას, შუადღეს და საღამოს თუ ვინმე საკანში მოასმენინებს, უკეთესი სასჯელი მათთვის არ არსებობს, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელიც პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.
ზავრადაშვილმა კობახიძეს სამთავრობო გეგმის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნულ რეპლიკასთან მიმართებაში კი განაცხადა, რომ ეს იყო იუმორი.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი მოხსენებისთვის. არ შეიძლება, იუმორის გარეშე ვერ დავასრულებ. თქვენ დღევანდელ მოხსენებას, განსაკუთრებით ბოლო ნაწილს, თავიდან ბოლომდე, ე.წ. მავნებელი ოპოზიციის ლიდერებს, დილას, შუადღეს და საღამოს თუ ვინმე საკანში მოასმენინებს, უკეთესი სასჯელი მათთვის არ არსებობს“-განაცხადა ზავრადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს