ირმა ზავრადაშვილი – არაფერი იცვლება, საქართველოს გამთლიანებისა და კეთილდღეობისთვის ხალხი თავს სწირავდა და ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ

ჯერ დააწესონ სანქციები და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც -ის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის დაანონსებულ ახალ პოლიტიკას შეეხებოდა.
როგორც ირმა ზავრადაშვილმა აღნიშნა, აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები არ გადაიხედება.
„არაფერი იცვლება, საქართველოს ისტორიაში ქვეყნის გამთლიანებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ხალხი თავს სწირავდა და ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ. ჯერ კიდევ საკითხავია სანქციები ვისთვის დაწესდება და როგორ დაწესდება. კარგად წაიკითხეთ ჯერ განცხადება და მერე ვილაპარაკოთ. ჯერ დააწესონ სანქციები და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. [სტრატეგიული ურთიერთობები] არ გადაიხედება, დამშვიდდით!“- განაცხადა ზავრადაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ს განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.