ირმა დიმიტრაძე: ჩემმა თაობამ კარგად იცის, რომ საქართველოს მტერი რუსეთია და ამისთვის ისტორიული წყაროების მოშველიება არ გვჭირდება (ვიდეო)

„მალე შობას, ახალი წლის დადგომას იზეიმებს ევროპული სამყაროს უდიდესი ნაწილი. ბოლო დღეებია ვფიქრობ, როგორ მიულოცავთ ევროპის, ამერიკის და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერები დანარჩენ მსოფლიოს. რას ეტყვით მათ მომავალზე? ახალ მსოფლიო წესრიგსა და მშვიდობაზე? ეტყვით, რომ ავტოკრატიული და დიქტატორული ძალების შემოთავაზებული „მოჩვენებითი მშვიდობა“ და „საზღვრები“ უნდა მივიღოთ?“
🔹„ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ირმა დიმიტრაძემ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან წაიკითხა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის წერილი.
🔹16 დეკემბერს სტრასბურგში გაიმართა სახაროვის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია.