ირმა დიმიტრაძე: ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, მმართველი პარტია კიდევ უფრო რეპრესიულ, დრაკონულ კანონებს იღებს (ვიდეო)

ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, მმართველი პარტია კიდევ უფრო რეპრესიულ, დრაკონულ კანონებს იღებს. ისინი სასოწარკვეთილები ცდილობენ, ჩაახშონ ბრძოლა, წინააღმდეგობა, პროტესტი, რომელიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 300 დღეზე მეტია გრძელდება.
და ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ იმით, რაც გვაქვს – ჩვენი შიშველი ხელებითა და ჩვენი სიმართლით. ჩვენ ევროკავშირის იმედი გვაქვს.
მზია ამაღლობელმა, როდესაც ევროპას მიმართა, თავის მოსაზრებაში აღნიშნა, „ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანობა გვაძლევს ძალას და ძალა ერთობაშია“. ამიტომ ვისწრაფვით ამ ერთიანობისკენ,“ – თქვა ირმა დიმიტრაძემ, ბათუმელების ჟურნალისტმა 14 ოქტომბერს ბრიუსელში გამართული პრესკონფერენციისას.
პრესკონფერენცია მზია ამაღლობელისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა და მას ორი ევროპარლამენტარი – რასა იუკნევიჩიენე და პეტრას აუსტრევიჩუსი მასპინძლობდა.