ირმა გიგანი: ჯერ ჯანსუღმა დამიტოვა განძი ამ ლექსის სახით – მერე მამუკამ სიმღერით

ჯერ ჯანსუღმა დამიტოვა განძი ამ ლექსის სახით – მერე მამუკამ სიმღერით.
სულში ჩადებულს სულ თან ვატარებ.
პატარა ირმას
შენ რომ დიდი იქნები,
მე რომ აღარ ვიქნები,
დამასიე ფიქრები,
როგორც თოვლის ფიფქები,
შენ რომ დიდი გახდები,
შინ რომ აღარ დაგხვდები,
სხვას რომ ვერას გავხდები,
სულში ჩაგისახლდები.
როცა შენ დაქალდები,
როცა მე გავქვავდები,
ისე არ დავღამდები,
ისე არ გავთავდები.
იქედან არ გინათო,
ხშირად, განა ძვირადო,
მერე უფალს იმას ვთხოვ,
გადავიქცე ირმადო
რქებზე ჩამოვიკიდებ,
შენს სიყვარულს ზინათად,
შენს სახელზე ძვირფასო,
მთებში ვივლი ირმადა!
ჯანსუღ ჩარკვიანი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი