პიანისტი ირმა გიგანი:
ისეთი ტროლთა შემოსევაა ამ ვიდეოზე, ალბათ ხვდებით რატომაც ჰოდა სიამაყით მევსება გული, რუსული შრიფტები და პირდაპირ “ლავრენტიევი” მსგავსი სახელებით მწერენ, აი თქვენი სულგაყიდული, პირდაპირ სტალინის ულვაშიდან მოსაუბრე და რუსული ჩექმიდან თავგამოყოფილი თავებისთვის კიდევ ათასჯერ და ასიათასჯერ გაგანებივრებთ მსგავსი ვიდეოებით და პოზიციით
ეს ლექსი კი 1972 წელს დაწერილი, დღეში სამჯერ გადაიკითხეთ, მე მაინც მჯერა განვითარების.



ჯანსუღ ჩარკვიანი
Მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი
Დადგეს ყიჟინის კორიანტელი
Რომ საქართველოს რწმენის აკვანი
Კვლავ იდგეს ტურფა და სანატრელი
Მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი
Მტერს ავით თვალი დაენისლება
Ვინც ჩვენ ერთმანეთს უცებ გაგყვარა
Სატრფოსთან შეყრას არ ეღირსება
Თუ გამარჯვება არის მიზანი
Დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად
Მამულისათვის, მამულისათვის
Ძმებო, სიკვდილი ან გამარჯვება!
Მოსჩანს, ამოდის მთვარე სამოთხის
Ტყვია მიზანში მოსახვედრია
Თავისუფლება ისე არ მოდის
Თავისუფლება ლომთა ხვედრია
Თავისუფლება ლომთა ხვედრია
Როგორ დაცხრება, როგორ დაცხრება
Თავისუფალი ხალხის ბუნება?!
Თავისუფლება და აღტაცება
Დაუცხრომლობით აღესრულება
Მამულისათვის, მამულისათვის
Ტყვია მიზანში მოსახვედრია
Თავისუფლება ისე არ მოდის
Თავისუფლება ლომთა ხვედრია
Თავისუფლება ლომთა ხვედრია
ცნობისათვის, ვიდეო გადაღებულია 2024 წელს