ირმა გიგანი: ვარ მიწვეული ს ორგანიზებით დაგეგმილ საიუბილეო კონცერტზე… მადლობა ყველას, ვინც გარეთ დგას და იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს!

“მინდა საოცრად გამორჩეული და სრულიად დაუვიწყარი ამბავი გაგიზიაროთ:
18 იანვარს ვარ მიწვეული რომში, ს (Vatican City) ორგანიზებით დაგეგმილ საიუბილეო კონცერტზე, რომელიც გაიმართება Sala dei Cento Giorni-ში, იტალიის და მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მარგალიტში, მოხატული გენიალური Giorgio Vazari -ს მიერ.
შევასრულებ სოლო პროგრამას, ბახის, შოპენის და რახმანინოვის ნაწარმოებებს და ასევე კამერულ მუსიკას, (ფრანკის სონატას ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის) არაჩვეულებრივ მევიოლინე Yerassyl Khamit-თან ერთად.
პ.ს.
საქართველო ევროპაა🇬🇪🇪🇺
ჩემი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა ქართველ მებრძოლ ხალხს, რომელიც ჩემთვის ნიმუშია თავისუფლების და შეუპოვრობის.
მადლობა ახალგაზრდებს და ყველას, ყველა ადამიანს ვინც გარეთ დგას და იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს!” – წერს სოციალურ ქსელში პიანისტი ირმა გიგანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის