ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კეთრინ კონოლი ლიდერობს – Reuters

ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კეთრინ კონოლი ლიდერობს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, ირლანდიაში პრეზიდენტის თანამდებობას სიმბოლური როლი აქვს.
წინასწარი მონაცემებით, 68 წლის დამოუკიდებელი კანდიდატი, კეთრინ კონოლი ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით იმარჯვებს.
კონოლი, რომელიც პირველად ირლანდიის პარლამენტში 2016 წელს აირჩიეს, ევროკავშირის კრიტიკოსია. მას ამომრჩეველთა 60%-ზე მეტი უჭერს მხარს.