ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი, საიმონ ჰარისი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლიდერები განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს, უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერას და კიევის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
საიმონ ჰარისი და ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს ირლანდიასა და უკრაინას შორის ახალ ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
შეთანხმება, რომელიც ირლანდიის მთავრობამ გუშინ განიხილა, გამოხატავს ირლანდიის სოლიდარობას უკრაინის და ასევე მისი უფლების მიმართ დაიცვას თავი რუსეთის უკანონო შეჭრისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ