ირლანდიელმა დედებმა ორანგუტანს ასწავლეს როგორ კვებოს შვილი ძუძუთი

ირლანდიელი დედები ცდილობდნენ დახმარებოდნენ დუბლინის ზოოპარკში მდედრ ორანგუტანს ძუძუთი კვების სწავლაში.
როგორც “ევროპულსი” იუწყება, 19 წლის მდედრმა, სახელად მუჯურმა, მესამე ბელი ივლისის ბოლოს გააჩინა. მან უკვე ორჯერ გააჩინა – 2019 და 2022 წლებში. თუმცა, მუჯურმა არ გამოავლინა აუცილებელი დედობრივი თვისებები და ორივე ბელი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა.
ზოოპარკის თანამშრომლებმა მესამე ბელობის დაბადების მომზადების მიზნით გადაწყვიტეს მუჯურისთვის დედობის კურსები ჩაეტარებინათ. ამისათვის მათ შეკრიბეს 30 ქალი ძუძუთი მოხალისე ჯგუფი. რიგრიგობით მოდიოდნენ ორსულ მუჯურთან და აჩვენებდნენ, თუ როგორ უნდა დაედო ბავშვი მკერდზე.
ქალების ვიზიტის დროს ორანგუტანების პავილიონი საზოგადოებისთვის დახურული იყო.
დუბლინის ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, მუჯური ინტერესით ადევნებდა თვალს, როგორ კვებავდნენ ქალები შვილებს და ის ცდილობდა მათი ზოგიერთი მოქმედების კოპირება-გამეორებასაც კი.
მშობიარობის შემდეგ მუჯურმა მართლაც დაიწყო ბავშვის მოვლა, თუმცა, მან მაინც ვერ შეძლო ძუძუთი კვება. ამის გამო, ახალშობილი მაიმუნი ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანეს.