ირლანდია მოწევის და ვეიპინგის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებისთვის ემზადება

ირლანდიის ჯანდაცვის სამინისტრომ, საჯარო კონსულტაციის შემდეგ მოამზადა წინადადებები უფრო მკაცრი წესების შესახებ თამბაქოს და ვეიპის გაყიდვისა და მოხმარების რეგულირებისთვის. „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ Euractiv – იუწყება.
ირლანდიაში საჯარო კონსულტაციები ნოემბრიდან იანვრამდე გაგრძელდა. ჯამში, მასში მონაწილეობა თითქმის 16 ათასმა ადამიანმა მიიღო, მათგან 90% მწეველი იყო.