ცოტა ხნის წინ, ირლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან ცაში გიგანტური ფრანები გამოჩნდნენ. მათ ბავშვები კი არა, მეცნიერები მართავდნენ: გართობის ნაცვლად, ფრანებს ელექტროენერგიის გენერირებისთვის იყენებდნენ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
პრინციპი მარტივია: გიგანტური ფრანი ქარს იჭერს და მისი მოძრაობა გენერატორს ატრიალებს, რომელიც კინეტიკურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის.
გაშვებული ფრანის ფართობი, რომლის რამდენიმე მოდელი ამჟამად ტესტირების პროცესშია, დაახლოებით 60 კვადრატული მეტრია. მის კაბელებზე ჩამოკიდებულია ბორბლები და თოკები, რაც საშუალებას აძლევს ფრანს ავიდეს დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლეზე და შემდეგ ისევ 190 მეტრის სიმაღლეზე დაეშვას. ეს ციკლი დაახლოებით 30 კილოვატ-საათ ენერგიას გამოიმუშავებს.




