ირლანდიაში ისრაელის საელჩო იხურება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ირლანდიის მთავრობის უკიდურესად ანტიისრაელური პოლიტიკის მოტივით, ირლანდიაში ს საელჩო იხურება.
გიდეონ საარის თქმით, ანტისემიტური ქმედებები და რიტორიკა, რომელსაც ირლანდია ისრაელის წინააღმდეგ ახორციელებსა, ეფუძნება ებრაული სახელმწიფოს დელეგიტიმიზაციასა და ორმაგ სტანდარტებს.
„ირლანდიამ ისრაელთან ურთიერთობაში ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ისრაელი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში რესურსებს პრიორიტეტების შესაბამისად ჩადეს. ეს ასევე გამომდინარეობს სხვა ქვეყნის დამოკიდებულებიდან ისრაელის მიმართ“, – განაცხადა საარმა.
ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელი 2025 წელს საელჩოს მოლდოვაში გახსნის, რომელსაც უკვე აქვს საელჩო ისრაელში. ისრაელი ახლა იწყებს მოლდოვაში საელჩოს ადგილის ძიებას და ელჩის დანიშვნის პროცესს.
წყარო: 1 არხი