ირკუტსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში დაიღუპა პატიმარი, რომელიც ადრე საპყრობილეში აწამეს

რუსეთში, ირკუტსკის წინასწარი დაკავების ცენტრში გარდაიცვალა პატიმარი ტახირჯონ ბა, რომელიც ადრე დაზარალებულად გამოდიოდა ირკუტსკის კოლონიის სამი თანამშრომლის მიერ ექვსი პატიმრის წამების საქმეში.
მისი გარდაცვალების შესახებ უფლებადამცველებმა ტელეგრამის არხ „ზაპრავკა 38″-ში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, ბაკიევმა თავი მოიკლა.
ტელეგრამის არხმა გამოაქვეყნა ბოლო წერილის ასლი, რომელიც ბაკიევმა წინასწარი დაკავების ცენტრიდან გაგზავნა. მასში პატიმარი ითხოვს ყურადღების მიქცევას იმ წამებაზე, რომელიც მას მიაყენეს. წერილი მთავრდება სიტყვებით: “გთხოვთ დამეხმაროთ, მე უკვე ვეღარ ვუძლებ. არ მინდა აქ მოვკვდე იმ ფორმულირებით, თითქოს მე თავად ჩავიდინე“.
6 თებერვალს ბაკიევის დამ ნარგიზმა დაუდასტურა „სიბირ.რეალიის“ მისი სიკვდილის ფაქტი. ს ფედერალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა მას დაურეკეს და სთხოვეს, მოსულიყო და ძმის ცხედარი წაეღო. საზოგადოება „ბაიკალის ხალხი” წერს, რომ ფედერალური პენიტენციური სამსახურის რეგიონული დეპარტამენტის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში 4 თებერვალს თვითმკვლელობა მოხდა, მაგრამ გარდაცვლილის ვინაობა არ დაუსახელებია.
ბაკიევს 2019 წელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა იარაღის ქურდობის მუხლით. თავდაპირველად, ის სასჯელს იხდიდა ანგარსკის IK-15-საპყრობილეში. 2021 წელს, კოლონიის თანამშრომლების ბრძანებით, ის სასტიკად აწამეს. მათ ბაკიევი სცემეს და იატაკის საწმენდი ჯოხით გააუპატიურეს, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას.

გასული წლის იანვარში ბაკიევმა გაერო-ს, წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტსა და რუსეთის უფლებადამცველებს ციხის თანამშრომელთა მხრიდან მუქარების დაცვის თხოვნით მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ