ირინა სარიშვილი: სწორედ ამიტომ მე ვდგები პატიმრების დედების გვერდით

“დღეს მე პატიმრების დედებთან ერთად გავათენებ ღამეს რუსთაველზე.
9 აპრილის აქციის მონაწილე ვარ, დაპატიმრებულიც ვიყავი, მერეც რამოდენიმეჯერ დამაკავეს, მაგრამ ცოტა ხნის წინ, როცა ჩემი შვილი დააკავეს ცოტა ხნით (ორჯერ), როცა წარმოვიდგინე რომ მას, ხელფეხშეკრულს ვიღაც ნაძირალა ურტყამს, ეს სულ სხვა გრძნობაა, ბევრად მძიმე, დამთრგუნველი გრძნობა, რომელიც ერთდროულად ძალასაც გაცლის და კლდესავით შეუვალსაც გხდის. არავის ვუსურვებ ამ გრძნობის გამოცდას და სწორედ ამიტომ მე ვდგები პატიმრების დედების გვერდით.
არავის არაფრისკენ მოვუწოდებ. უბრალოდ გახსოვდეთ რომ პატიმრების დედების გვერდში დგომით საკუთარ შვილებსაც იცავთ, რადგან ეს უსამართლობა თუ არ დავასრულეთ, ყველას შეგვეხება, განურჩევლად ყველას.
გავათენოთ ჩვენი შვილებისთვის! ❤️” – წერს სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“