ირიბი მცდელობები სხვადასხვა დასავლელი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან, რომ საქართველოში გააღვივონ აგრესია, დაყონ ხალხი და შეცვალონ ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ომში ჩართვის მიზანს

ირიბი მცდელობები სხვადასხვა დასავლელი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან, რომ საქართველოში გააღვივონ აგრესია, დაყონ ხალხი და შეცვალონ ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ომში ჩართვის მიზანს
საქართველოზე და ჩვენს რეგიონზე სრული კონტროლის განხორციელება გლობალური აქტორების ინტერესში შედის და სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა არ არის შესუსტებული, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.
მისივე თქმით, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, იგივე ამერიკის მხრიდან განხორციელებული დარტყმები ირანზე, კიდევ უფრო ზრდის საქართველოს წინაშე ომში ჩართვის საფრთხეს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო ომის ცეცხლშია გახვეული. საქართველო და კავკასიის რეგიონი კი ერთგვარი მშვიდობის კუნძულია, ევრაზიის კონტინენტზე გაჩაღებული უზარმაზარი სამხედრო დაპირისპირებისა.
ფაქტია, რომ მიმდინარეობს მსოფლიოს ახალი გადანაწილება, ახალი წესრიგის ჩამოყალიბება და რა თქმა უნდა, საქართველოს ჩართვა ომში არის მნიშვნელოვანი მომენტი გლობალური აქტორებისთვის. მათ სურთ ეს ბერკეტი გამოიყენონ რუსეთის დასასუსტებლად. კი ერთ-ერთი პრეტენდენტია იმისა, რომ იყოს მსოფლიოს ახალ წესრიგში ერთგვარი პოლუსი და მსოფლიო გადანაწილებაში, თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს, რა თქმა უნდა, თავის სასარგებლოდ. ასეთ პირობებში საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის თქმის საფუძველს ჩვენ გვაძლევს, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოზე განხორციელებული უდიდესი ზეწოლა. სწორედ ბოლო სამ წელში მოვისმინეთ ჩვენ ბევრი ტყუილი და ცრუ ბრალდება საქართველოს მისამართით. იგივე ევროინტეგრაციის თემაც გამოყენებული იყო ერთგვარ შანტაჟის მექანიზმად. გვეუბნებოდნენ, რომ სტატუსს არ მოგცემთ, ვიზალიბერალიზაციას შეგიჩერებთ, მოლაპარაკებებს არ გავხსნით, შეგიჩერებთ ევროინტეგრაციის პროცესს, რაც მართლაც შეჩერებულია მათი მხრიდან.
გლობალურ მსოფლიო გადანაწილების პროექტში მხოლოდ საქართველოს ომში ჩართვის თემა არ არის. მეორე და მნიშვნელოვანი თემა ის არის, რომ საქართველოზე და ზოგადად კავკასიის რეგიონზე მოიპოვონ სრული გავლენა. აქ საუბარია საქართველოს სუვერენიტეტის მთლიან დათმობაზე იმიტომ, რომ საქართველო და ჩვენი რეგიონი მნიშვნელოვანია გლობალური ეკონომიკური განვითარებისთვის. საქართველოზე და ჩვენს რეგიონზე სრული კონტროლის განხორციელება გლობალური აქტორების ინტერესში შედის და სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა არ არის შესუსტებული. პირიქით, ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებული მოვლენები (იგივე ამერიკა პირდაპირ ჩაერთო ომში და განახორციელა დარტყმები ირანზე), კიდევ უფრო ზრდის საქართველოს წინაშე ომში ჩართვის საფრთხეს. ირიბი მცდელობები სხვადასხვა დასავლელი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან, რომ საქართველოში გააღვივონ აგრესია, დაყონ ხალხი და შეცვალონ ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ომში ჩართვის მიზანს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია