ირან-ისრაელის დაპირისპირება და მუსლიმი მიგრანტების მხრიდან ამაში ევროპის ჩართვა „დიფ სთეითს“ აწყობს, რათა მთლიანად ევროპა მოშალოს

„ჩემთვის ცალსახაა, რომ ჩინეთ-პაკისტანის ალიანსი ირანის მხარესაა – ეს გაცხადდა უკვე. გარდა ამისა, გაჟღერდა განცხადებები, რომ ჩინეთი ეგვიპტის შეიარაღებით გაძლიერებას აპირებს და ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, ალყაში მოაქცევენ ისრაელს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ირან-ისრაელის დაპირისპირება და მუსლიმი მიგრანტების მხრიდან ამაში ევროპის ჩართვა „დიფ სთეითს“ აწყობს, რათა მთლიანად ევროპა მოშალოს.
„ევროპის კონტინენტზე არსებობს მეხუთე კოლონის საშიშროებაც – ანუ, მიგრანტებისას მუსლიმანური ქვეყნებიდან, რომლებმაც თუ დაინახეს, რომ საქმე აქვთ, ასე ვთქვათ, ჯიჰადის გამოცხადებასთან, შეიძლება მთელი ევროპის კონტინენტზე ჩაირთოს უმართავი ტერორისტული მანქანა, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში. დღეს ჟენევაში დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის საგარეო მინისტრები შეხვდნენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს და არ გამოვრიცხავ, რომ ირანელი კოლეგისგან ევროპელი მინისტრები მიიღებდნენ მინიშნებას იმ საშიშროებაზე, რომელიც გაცდება უკვე პაკისტანს, ირანს, აზიის რეგიონსაც და რითაც უმართავი პროცესები დაიწყება ევროპის კონტინენტზე. მხარე კი, რომელსაც ეს აწყობს, გაგიკვირდებათ და იგივე „დიფ სთეითია“, თავისი იმ შორს მიმავალი გეგმებით, რომლის მიხედვითაც ევროპის კონტინენტი თავისი დემოკრატიული მმართველობის სისტემებით, მთლიანად, ცივილიზაციურად უნდა მოიშალოს“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა