უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო ტერიტორიაზე, სარავანში ცხრა პაკისტანელი მუშა მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიასა და პაკისტანის ელჩზე დაყრდნობით წერს.
“ღრმად შოკირებული ვართ სარავანში ცხრა პაკისტანელის შემზარავი მკვლელობით. საელჩო სრულ მხარდაჭერას გაუწევს დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ მოვუწოდეთ ირანს, გააგრძელოს სრული თანამშრომლობა ამ საკითხთან დაკავშირებით”. – წერს მუჰამედ მუდასირ ტიპი სოციალურ ქსელ X-ზე.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, პოლიცია ეძებს სამ შეიარაღებულ პირს, რომლებიც სროლის შემდეგ გაიქცნენ.
ამავე ინფორმაციით, მომხდარზე ამ დრომდე პასუხისმგებლობა არცერთ პირს ან დაჯგუფებას არ აუღია.
“ეს არის შემზარავი ინციდენტი და მას ცალსახად ვგმობთ. ჩვენ კავშირში ვართ ირანის ხელისუფლებასთან და ხაზგასმით აღვნიშნეთ ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიების აუცილებლობა. მონაწილეები აუცილებლად უნდა მიეცნენ პასუხისგებაში”. – თქვა პაკისტანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, მუმთაზ ზაჰრა ბალოჩმა.
სროლა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის პაკისტანში დაგეგმილი ვიზიტის წინ მოხდა.