ირანში ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანიე მოკლეს

დღეს ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს.
ინფორმაცია ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია Press TV-მ გაავრცელა, რაც მალევე დაადასტურა თვითონ ტერორისტულმა დაჯგუფებამაც.
ჰამასის განცხადებით, ჰანიე თეირანში, მისსავე რეზიდენციაში ს მიერ დაგეგმილი თავდასხმის შედეგად მოკლეს, მას შემდეგ, რაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.
ისრაელის სამხედრო ძალებში კი, ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ.