ირანში, ყასემ სოლეიმანის საფლავზე მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ირანში, ყასემ სოლეიმანის საფლავზე მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო. აფეთქებას 103 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ISIS-მა ტელეგრამის არხებში აფეთქების ორი ორგანიზატორი დაასახელა. მათ ე.წ. კამიკაძე-ქამრები ეკეთათ.
ქალაქ ქერმანში, ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სიკვდილის მე-4 წლისთავის სამგლოვიარო მსვლელობის დროს 2 აფეთქება მოხდა. IRNA-ს ცნობით, პირველი აფეთქება სოლეიმანის საფლავიდან 700 მეტრის დაშორებით მოხდა, მეორე კი 1 კილომეტრის რადიუსზე.
ირანის უმაღლესი ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ აფეთქებებს “ტერორისტული თავდასხმა” უწოდა, რომელსაც “სასტიკი პასუხი” გაეცემა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები ტერორისტებმა დისტანციურად ააფეთქეს.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ყასემ სოლეიმანი -ს საჰაერო იერიშის შედეგად 2020 წელს მოკლეს.