ირანში ქურთ ჟურნალისტს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ირანში ქურთ ჟურნალისტსა და აქტივისტს, პახშან აზიზის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
აზიზის გადატრიალების მცდელობა და ანტისამთავრობო ორგანიზაციების წევრობა ედება ბრალად. ჟურნალისტი 2023 წლის 4 აგვისტოს დააპატიმრეს. დააკავეს ასევე მისი ოჯახის რამდენიმე წევრი, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.
როგორც რამდენიმე მედია წერს აზიზის განაჩენი ადვოკატების დაუსწრებლად გამოუტანეს.
აზიზის წარსულშიც დაუპატიმრებიათ. 2009 წელს ჟურნალისტი თეირანის უნივერსიტეტში ქურთი სტუდენტების საპროტესტო მიტინგის მსვლელობისას დააკავეს. 4-თვიანი პატიმრობის შემდეგ აქტივისტი 100 მილიონი თუმანის ოდენობის თავდების სანაცვლოდ გაათავისუფლეს.