ირანში ფერეიდნელი ქართველების სავარაუდო მკვლელობას ეხმაურება

ირანში ფერეიდნელი ქართველების სავარაუდო მკვლელობას საქართველოს  მეხუთე პრეზიდენტი ეხმაურება.  განცხადებას  X-ზე ავრცელებს.

“მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა სამძიმარი ირანში მცხოვრები  ქართველი ეთნიკური თემის მიმართ – ისპაჰანში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისას დაღუპულთა გამო”- დაწერა ზურაბიშვილმა. 

“ირანის ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული” – ინფორმაციას ორგანიზაცია ფერეიდნიდან საქართველომდე ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, “ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლულია დაახლოებით 70 წლის ქალი, რომელსაც ხელში თავისი მცირეწლოვანი შვილიშვილი (გოგონა) ეჭირა”.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა