ირანში სარაკეტო დარტყმას უარყოფენ და რამდენიმე დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან

ირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა იყო. ისლამური რესპუბლიკის კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰოსეინ დალირიანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა „წარმატებით ჩამოაგდეს“ სამი უპილოტო საფრენი აპარატი.
დღეს, 19 აპრილს დილით, ირანის სახელმწიფო მედია იუწყებოდა, რომ სამი აფეთქება მოხდა ქალაქ ისპაანის საერთაშორისო აეროპორტის რაიონში.
ამ რაიონში მდებარეობს ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაც. ამერიკული ტელეკომპანიების, CBS-ის და ABC-ს ცნობით, ისრაელმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
ს არმია ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.
ისპაანის პროვინციაში ირანის ზოგიერთი ბირთვული ობიექტი მდებარეობს. ირანული სააგენტო Tasnim-ი წერს, რომ ბირთვული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ინციდენტები არ ყოფილა.
ტელეკომპანია CNN-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ 18 აპრილს, ისრაელმა შეერთებულ შტატებს შეატყობინა, რომ უახლოეს დღეებში ირანის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიმართავს. წყაროს თანახმად, ამას მხარს არ უჭერდა.
13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ს არმიის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში დაეხმარა.
ირანმა ისრაელზე თავდასხმას უწოდა პასუხი სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე. 1 აპრილს ირანმა ისრაელი დაადანაშაულა დამასკში ირანის საკონსულოზე ავიადარტყმაში, რომლის შედეგად დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი მაღალჩინოსანი მეთაური, გენერლები მოჰამად რეზა ზაჰედი და ჰაჯი რაჰიმი.
ირანის თავდასხმის შემდეგ ისრაელის ხელისუფლება განიხილავდა, რა მასშტაბის პასუხი უნდა გაეცა ისლამური რესპუბლიკისთვის და როდის.
ამერიკელი ოფიციალური პირების თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ს მოუწოდა, საპასუხო ზომები დეტალურად გაიაზრონ და გააფრთხილა, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანზე საპასუხო დარტყმაში.
ირანის ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს, რომლის წინააღმდეგ ისრაელი ომს აწარმოებს 2023 წლის ოქტომბრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის