ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ირანის მოსახლეობა დღეს ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს. მედიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება 61 მილიონზე მეტ ირანელს აქვს.
დასავლური მედიის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ მილიონობით ადამიანი ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნებს, რომლის შედეგიც, მათი აზრით, რეჟიმის მიერ იქნება მანიპულირებული ლოიალისტების გამარჯვების უზრუნველსაყოფად.
არჩევნებში პრეზიდენტობის 4 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის ორი, ყველაზე მეტი შანსის მქონე კანდიდატია: პარლამენტის სპიკერი და რევოლუციური გვარდიის ყოფილი მეთაური მუჰამედ ბაქირ ყალიბაფი და ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებში ირანის წარმომადგენელი საიდ ჯალილი. პრეზიდენტობის კანდიდატები ასევე არია 69 წლის კარდიოქირურგი მასუდ პეზეშკიანი და ყოფილი შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრი, მუსტაფა პურმოჰამედი.
იმ შემთხვევაში, თუ ოთხი კანდიდატიდან ხმათა 50%-ზე მეტს ვერც ერთი მოიპოვებს, მაშინ საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის მეორე ტური გაიმართება.
შეგახსენებთ, ირანში საპრეზიდენტო მას შემდეგ დაინიშნა, რაც ქვეყნის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი ვერტმფრენის კატასტროფას ემსხვერპლა.