ირანში საპარლამენტო არჩევნები იმართება

1 მარტს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საპარლამენტო იმართება, რასაც განიხილავენ ამ ქვეყნის მმართველი სასულიერო ისტამბლიშმენტის ლეგიტიმურობის შემოწმებად. მოელიან, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა დაბალი იქნება, თუმცა მთავრობა ძალიან ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას.
კანდიდატები უპირატესად მთავრობის მკაცრი ხაზის მომხრეები და კონსერვატორები არიან და ისინი მოსახლეობას მხოლოდ შეზღუდულ არჩევანს სთავაზობენ.
არჩევნების ფონია ხალხის დიდი იმედგაცრუება ეკონომიკური პრობლემების და პოლიტიკური და სოციალური თავისუფლებების შეზღუდვის გამო.
ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობას რელიგიური მოვალეობა უწოდა, პირველმა მისცა ხმა.
ეს არჩევნები იქნება საზოგადოებრივი აზრის პირველი გამოხატულება 2022-2023 წლების ფართო ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ, როცა დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო ასეულობით ადამიანი მოკლეს, ათასობით – დააპატიმრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პარლამენტის 290 ადგილზე პრეტენზიას აცხადებს 15200 კანდიდატი. წინასწარი შედეგები 2 მარტს გამოქვეყნდება.
1 მარტსვე ირანელები ირჩევენ ექსპერტთა 88-ადგილიან ასამბლეას. ეს არის გავლენიანი ორგანო, რომელმაც უნდა აირჩიოს 84 წლის ხამენეის მემკვიდრე.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია