ირანში მომხდარ ორ აფეთქებას, სულ მცირე, 73 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 170 დაშავდა

ბოლო ინფორმაციით, ირანში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 73 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 170 დაშავდა.
ქალაქ ქერმანში, ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სიკვდილის მე-4 წლისთავის სამგლოვიარო მსვლელობის დროს 2 აფეთქება მოხდა. IRNA-ს ცნობით, პირველი აფეთქება სოლეიმანის საფლავიდან 700 მეტრის დაშორებით მოხდა, მეორე კი 1 კილომეტრის რადიუსზე.
ირანული სამთავრობო მედიას ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ “ჯერჯერობით უცნობია, რა იყო აფეთქების მიზეზი – ბუნებრივი აირი თუ ტერორისტული თავდასხმა”.
ყასემ სოლეიმანი -ს საჰაერო იერიშის შედეგად 2020 წელს მოკლეს.