ირანში მიმდინარე აქციებს 6 ფერეიდნელი ქართველი ემსხვერპლა – “ყველას იდენტობა დადასტურებულია”

ირან­ში საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა არ ცხრე­ბა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე წა­სა­კი­თხია ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის. ის­პა­ჰან­ში გა­მარ­თუ­ლი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის დროს, სხვა­დას­ხვა დრო­სა და ვი­თა­რე­ბა­ში, 6 ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლი და­ი­ღუ­პა. მათ შო­რის არის ახალ­გაზ­რდა ქა­ლიც, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.
ვინ არი­ან და­ღუ­პუ­ლი ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბი?
ინ­ფორ­მა­ცი­ას მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ებ­რა­ის­ტი და „როტ­შილ­დე­ბის ფონ­დის“ მკვლე­ვა­რი, ლაშა შა­ყუ­ლაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, ხუთი მა­მა­კა­ცის იდენ­ტო­ბა უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. ესე­ნი არი­ან:
· ებ­რა­ჰიმ ას­ლა­ნი­მო­ჰა­მედ
· ჰა­სან აშ­რა­ფი­ჯა­ვად
· ჰე­ი­და­რი მა­სუდ იუ­სე­ლი­ა­ნი
· მო­ჰამ­მად სე­ფი­ა­ნი
„ამ უმო­წყა­ლოდ მოკ­ლულ­თა ხმე­ბი ახლა ჩვენ ვართ, სხვებ­საც ვუ­თხრათ და არ და­ვი­ვი­წყოთ!“ – წერს შა­ყუ­ლაშ­ვი­ლი.
ხუთი მა­მა­კა­ცის გარ­და, ცნო­ბი­ლი გახ­და კი­დევ ერთი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ. ინ­ფორ­მა­ცია ტვი­ტერ­ზე ვრცელ­დე­ბა. ახალ­გაზ­რდა ჰა­ნა­ნე აზი­ზი, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ფე­რე­იდ­ნე­ლი იყო და ის­პა­ჰან­ში, პარ­ვი­ნის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით და­იჭ­რა. სამ­წუ­ხა­როდ, ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს და გო­გო­ნა სამ­შა­ბათს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.
ირან­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ეს დიდი დარ­ტყმაა, რად­გან ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ერ­თმა­ნე­თის მხარ­და­ჭე­რი­თა და ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბით.