ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

ირანში საპროტესტო აქციების მე-12 დღეს ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა.
მედია წერს, რომ 28 დეკემბერს დაწყებულმა პროტესტმა ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო მოიკიდა ფეხი.
გავრცელებული ცნობებით, დეკემბრის ბოლოს დაწყებული არეულობის შემდეგ ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ 45 დემონსტრანტია მოკლული.
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ გუშინ, 8 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. პროტესტი დაფიქსირდა მათ შორის დასავლეთ ირანში მდებარე ქურთულ რაიონებში, ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალების მხრიდან აქციების ძალადობრივი დარბევების პარალელურად, რეჟიმმა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გამორთო.
ამასთან, 8 დეკემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა.
ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრე პრინცმა და ოპოზიციურმა ფიგურამ, რეზა ფეჰლევიმ მოსახლეობას პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
ირანში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა -ის პრეზიდენტი ც – მან ირანის მთავრობა გააფრთხილა, თუ ისინი დემონსტრანტების მკვლელობას დაიწყებენ, მათ “ძალიან ძლიერად დაარტყამს”.
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე დაიწყო. მოგვიანებით გამოსვლები გადაიქცა მოძრაობად, რომელიც უკვე ქვეყნის მმართველი ისლამური ხელისუფლების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.