ბოლო დღეების განმავლობაში ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტი კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც თეირანის დიდ ბაზარზე მაღაზიის მეპატრონეები გაიფიცნენ, მალევე გაფიცვები თეირანიდან სხვა ქალაქებშიც გავრცელდა, მესამე დღეს კი არეულობები დაიწყო.
საპროტესტო აქციებს უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ, რომლებიც მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ, მათ შორის „სიკვდილი დიქტატორს“ – მინიშნება ირანის ლიდერ იათოლა ალი ხამენეიზე.
საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ისპაჰანში, კერმანშაჰსა და მაშჰადში. როგორც ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო წყაროები აცხადებენ მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების დროს დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.
ადგილობრივი ტელეგრამ არხების ინფორმაციით, ქალაქში შეზღუდულია ინტერნეტზე წვდომაც.




