ირანში ისრაელის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ბრალდებული ოთხი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს ოთხი ადამიანი, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლების მტკიცებით, ისრაელის ეროვნული სადაზვერვო სამსახურისთვის, „მოსადისთვის“ მუშაობდნენ, – ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანული მედიის ცნობით, აღნიშნულმა „დივერსანტებმა ჩაიდინეს ფართომასშტაბიანი ქმედებები ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ“ და მათ სიკვდილის დასჯას წინ უძღოდა სასამართლო პროცესი.
დასავლეთსა და ისრაელში ირანს დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, რომელმაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა.
თეირანი აღნიშნულ თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება