ირანში ისრაელთან ომში დაღუპული გენერლებისა და მეცნიერების დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

ირანში ისრაელთან ომში დაღუპული გენერლებისა და მეცნიერების დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელთან 12-დღიან ომში დაღუპული ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, სხვა მაღალი რანგის მეთაურებისა და ბირთვული მეცნიერების დაკრძალვის ცერემონიაზე თეირანის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
ცნობისთვის, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური ჰოსეინ სალამი, ომის პირველ დღეს, 13 ივნისს დაიღუპა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ს იერიშების შედეგად 30 ირანელი მაღალი რანგის სამხედრო პირი და 11 ბირთვული მეცნიერი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს